გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი ბელარუსში  

02 ივნ 2026

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბელარუსში  იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკოს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის  სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.  

ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, აღნიშნა, რომ  საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის საქმიანობის განახლება მნიშვნელოვან ნაბიჯია.  

მისივე შეფასებით,  საქართველო გამოირჩევა მაღალი ხარისხის აგროპროდუქციით რაც საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად აძლიერებს.