საქართველო ECPGR​-ის მმართველი საბჭოს მე-18 შეხვედრას მასპინძლობს

02 ივნ 2026

საქართველო პირველად ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების თანამშრომლობის პროგრამის უმაღლესი მმართველი ორგანოს შეხვედრას მასპინძლობს.

საბჭოს მე-18 შეხვედრა თბილისში მიმდინარეობს და მასში ევროპის 34 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. შეხვედრაზე მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციის, სასურსათო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. საერთაშორისო ღონისძიებას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მასპინძლობს.

ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების თანამშრომლობის პროგრამის მმართველი საბჭოს მე-18 შეხვედრა საქართველოში 4 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.