02 ივნ 2026
„ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ პროექტის ფარგლებში, სოფელ უტყისუბანში - საპიკნიკე და საკემპინგე ადგილი მოეწყო. პროექტის ძირითადი მიზანი ტყეების მდგრადი მართვის გაძლიერებაა.
პროექტი სლოვენიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, ასევე, მსოფლიო ბუნების ფონდის კავკასიის პროგრამის და ზავიტა კონსალტინგის კონსორციუმის მიერ განხორციელდა, რისთვისაც მილიონზე მეტი ევრო დაიხარჯა.