უკრაინის ქალაქებზე რუსული თავდასხმების შედეგად დაღუპულია 10 და დაშავებულია 100-მდე ადამიანი

02 ივნ 2026

კიევში უკრაინელი მეხანძრე-მაშველები რუსული თავდასხმების შედეგად გაჩენილ ხანძარს ებრძვიან, მოსახლეობა კი ტერიტორიების ნანგრევებისგან და დამწვარი მანქანებისგან გასუფთავებას ცდილობს, მას შემდეგ, რაც რუსულმა დრონებმა და რაკეტებმა უკრაინის ქალაქებს შეუტიეს.

მასშტაბური თავდასხმების შედეგად  10 ადამიანი დაიღუპა და  100-მდე დაშავდა.

თავდასხმის ამსახველ ვიდეოკადრებს უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.  უკრაინის დედაქალაქის მერის თქმით, თავდასხმების  შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები.  

რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომში ანადგურებს, ხოლო უკრაინამ წელს გააძლიერა თავდასხმები რუსეთის ნავთობობიექტებზე.