02 ივნ 2026
თურქეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მომიტინგეების დასაშლელად, რომლებიც 2013 წლის მასობრივი დემონსტრაციების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამოვიდნენ ქუჩებში. ანკარაში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეები წესრიგის დამცველებს დაუპირისპირდნენ.
2013 წელს სტამბოლის ცენტრალურ ტაქსიმის მოედანზე გეზის პარკში სავაჭრო ცენტრის მშენებლობის გეგმების წინააღმდეგ დაწყებული მცირერიცხოვანი დემონსტრაციები მასშტაბურ პროტესტში გადაიზარდა.
ასობით ათასი ადამიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდა, რაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო.
ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების მონაცემებით, 13 წლის წინ მომხდარი დარბევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 8 ათასზე მეტი დაშავდა, ხოლო 3 ათასზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს.