02 ივნ 2026
ამერიკის აიოვის შტატის ქალაქ მასკატინში შეიარაღებულმა კაცმა ოჯახის ექვსი წევრი მოკლა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თავდამსხმელი 52 წლის რაიან უილის მაკფარლენდი იყო, რომელიც საფეხმავლო ხიდთან ახლოს იპოვეს- განაცხადა პოლიციის უფროსმა პრესკონფერენციაზე.
მასკატინის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ წინასწარი გამოძიება მიუთითებს იმაზე, რომ მომხდარი ძალადობის აქტი „ოჯახურ კონფლიქტს“ უკავშირდება, თუმცა უცნობია რას შეიძლება გამოეწვია ეს სისხლისღვრა. თავდამსხმელი წარსულში ნასამართლევი იყო.
ტელეარხ ეი-ბი-სის ინფორმაციით, მსხვერპლებს შორის ორი ბავშვია.