02 ივნ 2026
დღეიდან 6 ივნისის ჩათვლით ბათუმი საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. შეჯიბრებები სპორტის 17 სახეობაში ჩატარდება და მასში საქართველოს ყველა რეგიონიდან 1200 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
სპორტული მოვლენების ძირითადი ეპიცენტრი ბათუმის სპორტის სასახლე, ქვიშის მოედანი, ცენტრალური პარკი, საცურაო აუზი და ჩოგბურთის კორტები იქნება. ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში ასპარეზობაში პირველი მოკრივეები ჩაერთვებიან. ორთაბრძოლები დღეს დაიწყება. ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია დღეს 22:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზატორებმა დღეს დილით პრესკონფერენცია გამართეს და მედიის კითხვებს უპასუხეს.