ამხანაგური მატჩი - საქართველო VS რუმინეთი

02 ივნ 2026

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. ქართველი და რუმინელი ფეხბურთელების დაპირისპირება 1980 წელს იწყება. მაშინ თბილისის „დინამომ“ საერთაშორისო ტურნირის ფინალში რუმინეთის ნაკრები ვიტალი დარასელიას და ვაჟა ჟვანიას გოლებით 2:0 დაამარცხა. 

ბოლოს საქართველოს ნაკრები რუმინეთს 2021 წლის 2 ივნისს დაუპირისპირდა და 2:1 მოიგო. იმ თამაშში გიორგი მიქაუტაძემ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა, გუნდის კაპიტანი კი თორნიკე ოქრიაშვილი იყო.

დღეს საქართველოსა და რუმინეთის ნაკრების მეცხრე დაპირისპირებაა. წინა რვიდან ერთი საქართველომ მოიგო, ორი ფრედ დასრულდა და ხუთჯერ გამარჯვება რუმინელებმა იზეიმეს. რუმინეთთან და ბაჰრეინთან მატჩებს ტრავმების გამო გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი გამოტოვებენ, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდება და ბაჰრეინთან ითამაშებს.

რუმინეთთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრებს გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია დაემშვიდობება, რომელიც ეროვნულ ნაკრებში ბოლო, 129-ე თამაშს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.