02 ივნ 2026
ქართველ ტანმოვარჯიშე ნიტა ჯამაგიძეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული ოქროს მედალი მიულოცა სპორტის მინისტრმა. შალვა გოგოლაძე ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენს შეხვდა.
ოქროს მედალი ნიტა ჯამაგიძემ გურზებით ვარჯიშში მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში 26,900 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.