02 ივნ 2026
საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ოპოზიციური პოლიტიკური ძალებისა და ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. საუბარია ფონდ „ქართუსა“ და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე, რომლის თანახმად, „ციცინათელას“ პარკის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფონდმა „ქართუმ“ შპს „აკვა ცენტრისგან“ შეიძინა და შემდგომ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.
ფონდ “ქართუში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საქველმოქმედო ფონდის დისკრედიტაციას.
ცნობილია, რომ სახელმწიფო ორგანიზაცია ''სთარინგ ჯორჯია'' უსასყიდლოდ გადაცემულ ტერიტორიაზე პროექტ “დინოტპიას” განახორციელებს, რომელიც ორიენტირებული იქნება კულტურული, საგანმანათლებლო და ტურისტულ მიმართულებაზე.