02 ივნ 2026
“შენი პროფესიის გზამკვლევი” - ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ღონისძიება დასრულდა. დასკვნით ეტაპზე შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის და კოლეჯ “ბლექსის” დირექტორები ესწრებოდნენ.
მათ ახალგაზრდებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება კარიერის შერჩევის გზაზე, ისაუბრეს დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებზე.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგები.