02 ივნ 2026
წარმატებით იასპარეზეს ქართველმა ნიჩბოსნებმა ფოთში გამართულ „დრაგონ ბოათის ევროპის თასზე“. ტურნირში ათი ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ასპარეზობა როგორც ახალგაზრდებში, ასევე დიდების კატეგორიაში ჩატარდა. ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი მედალი მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებმა 24 წლამდელთა და premier open mixed boat-ში ოქროს მედლები მოიპოვა, Premier open small boat-ში კი - ბრინჯაოს მედალი, ხოლო ფოთის გუნდი 24-წლამდელთა შორის ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზეს ბათუმის ნიჩბოსნობის კლუბის წევრებმა. 24 წლამდელთა შორის ანრი მიქელაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
200 მეტრიან დისტანციაზე შერეულ წყვილებში ჩემპიონი გახდა დიანა მაგონოვა. ანრი მიქელაძემ ასევე დიდების კატეგორიაში იასპარეზა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
„დრაგონ ბოათის ევროპის თასი’’ გასულ წელს საქართველოში პირველად ჩატარდა. ტურნირს ბათუმმა უმასპინძლა.