02 ივნ 2026
მთავრობა მესტიაში უკანონო კრიპტომაინინგის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს და მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარების კონტროლის მიზნით გამრიცხველიანების პროცესს იწყებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება მნიშვნელოვნად აღემატება მსგავსი ზომის მუნიციპალიტეტების მაჩვენებლებს.
მისი თქმით, თუ ანალოგიური მუნიციპალიტეტების წლიური მოხმარება საშუალოდ 7-10 მილიონ კილოვატ საათს შეადგენს, მესტიაში ეს მაჩვენებელი 133 მილიონ კილოვატ საათამდეა გაზრდილი.
პრემიერის განმარტებით, არსებული ვითარება უნდა შეიცვალოს და ენერგომოხმარების სისტემა სწორ პრინციპებზე დაფუძნდეს, რასაც, მისი თქმით, უახლოეს მომავალში დაწყებული გამრიცხველიანების პროცესი უზრუნველყოფს.