02 ივნ 2026
დედაქალაქი კიევი, ქალაქები ხარკოვი, ზაპოროჟიე და დნეპრი გასული ღამით რუსული დრონებისა და რაკეტების მასშტაბური თავდასხმის სამიზნეები იყო. 6 ადამიანი დაიღუპა კიევში და 16 დნეპრში, დაშავებულთა რაოდენობა 100-ს აჭარბებს.
რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი კომბინირებული დარტყმების შესახებ მოსახლეობას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც აფრთხილებდა და მოუწოდებდა არ უგულებელყოს განგაშის სიგნალები.
უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ რუსეთმა გასული ღამით სხვადასხვა ტიპის 73 რაკეტა და 656 დრონი გამოიყენა.