გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გურიაში

03 ივნ 2026

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. 

მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში მოწყობილ საამქროში, უკანონოდ ჰქონდა დამონტაჟებული ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები.

ტერიტორიიდან ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 15 მორი და  1 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი.   

ფაქტი  სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.