03 ივნ 2026
თბილისი EURAMET-ის მე-20 გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს 2026 წლის 1-5 ივნისს გამართულ ღონისძიებაში 40 ქვეყნის 110-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს. ასამბლეის ფარგლებში განიხილება მეტროლოგიის სტრატეგიული განვითარება, კვლევებისა და ინოვაციების პრიორიტეტები, ციფრული ტრანსფორმაცია, მდგრადობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება.
ღონისძიება გახსნა EURAMET-ის პრეზიდენტმა დოლორეს დელ კამპომ, ხოლო მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.
ასამბლეის ფარგლებში ასევე გაიმართა ტექნიკური ვორქშოპი თემაზე – „მეტროლოგია, როგორც მომავლის განვითარების ხელშემწყობი“, სადაც სფეროს წარმომადგენლებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა სამომავლო გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოს საერთაშორისო მეტროლოგიურ სივრცეში პოზიციების კიდევ უფრო განმტკიცებას შეუწყობს ხელს.