დავით სონღულაშვილმა მინსკში, საერთაშორისო გამოფენაზე, Belagro 2026-ზე წარმოდგენილ საქართველოს პავილიონში ბელარუსის ვიცე-პრემიერსა და FAO-ს გენერალურ დირექტორს უმასპინძლა

03 ივნ 2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ქ. მინსკში,  საერთაშორისო გამოფენის  „Belagro 2026“  გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

გამოფენაზე წარმოდგენილ საქართველოს პავილიონში,  დავით სონღულაშვილმა  ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკოს, სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრს, იური გორლოვს და და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორს, კუ დონჟუს უმასპინძლა. 

მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე „Belagro 2026“ ქართული პროდუქცია პირველად არის წარმოდგენილი. დამთვალიერებლების სიმრავლით გამოირჩევა ქართული სტენდი, რაც ხაზს უსვამს ინტერესს ქართული პროდუქციის მიმართ.

საერთაშორისო გამოფენაზე „Belagro 2026“ საქართველოს პავილიონი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითაა წარმოდგენილი.