სანკტ-პეტერბურგის ორ რაიონზე უკრაინამ დრონებით დარტყმა მიიტანა

03 ივნ 2026

სანქტ-პეტერბურგის  ორი რაიონის ინფრასტრუქტურაზე უკრაინული დრონებით თავდასხმები განხორციელდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ამის შესახებ სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორმა ალექსანდრე ბეგლოვმა ტელეგრამზე დაწერა. 

წმინდა ისააკის ტაძართან თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში სქელი კვამლის ღრუბლებია აღბეჭდილი.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე დროზდენკომ  განაცხადა, რომ ღამით რუსეთის საჰაერო ზალებმა 59 დრონი ჩამოაგდო და უკრაინის სავარაუდო თავდასხმების მოგერიებას აგრძელებს მაშინ, როცა ქალაქში ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი იწყება.

ლენინგრადის ოლქი, სადაც ენერგეტიკული ექსპორტის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს, დღეს  პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ეგრეთწოდებულ „რუსულ დავოსს“ მასპინძლობს.