აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადება

03 ივნ 2026

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ქუვეითისა და ბაჰრეინის მიმართულებით გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტები სამიზნეებს ვერ მოხვდა, ისინი აშშ-ისა და მისი მოკავშირეების თავდაცვითმა ძალებმა გაანეიტრალეს.

იქსზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ცენტრალურმა სარდლობამ აღნიშნა, რომ აშშ-ის ძალებმა რეგიონში რაკეტებითა და დრონებით თავდასხმების მცდელობის საპასუხოდ ასევე მიიტანეს დარტყმები ირანის კეშმის კუნძულზე. ქუვეითმა  რაკეტებისა და დრონების ჩაჭრის შესახებ განაცხადა, ხელისუფლების განცხადებით, აფეთქებების ხმა თავდაცვითი ქმედებების შედეგი იყო.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ გამაფრთხილებელი სირენა ჩაირთო და მოუწოდა მოქალაქეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და უახლოეს უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ. სპარსეთის ყურის ქვეყნები, მათ შორის ქუვეითი, აშშ-ისრაელის ირანის წინააღმდეგ ომის დროს რაკეტებითა და დრონებით თავდასხმის სამიზნე გახდნენ.

აპრილში ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ საომარი მოქმედებები მეტწილად შესუსტდა, თუმცა ზავი არაერთხელ დაირღვა რაკეტებითა და დრონებით თავდასხმებით.