03 ივნ 2026
პორტუგალიაში ერთდღიანმა საყოველთაო გაფიცვამ შეაფერხა სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა, დაიხურა სკოლებიც. გაფიცულები ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მეორედ აპროტესტებენ მთავრობის მიერ დაგეგმილ შრომის რეფორმას.
პორტუგალიის ულტრამემარჯვენე მთავრობამ ორი კვირის წინ, პარლამენტს წარუდგინა საკამათო ცვლილებები შრომის კოდექსის 100-ზე მეტ მუხლში.
პორტუგალიის უმსხვილესი პროფკავშირის ხელმძღვანელმა, რომელმაც საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადა, ტიაგო ოლივეირამ, „როიტერსს“ განუცხადა, რომ რეფორმა გააუარესებს დასაქმებულთა სამუშაო პირობებს, გაამარტივებს სამსახურიდან გათავისუფლებას და დასაქმებულს გაფიცვის უფლებას შეუზღუდავს.
სახელმწიფო რკინიგზის კომპანიამ შეაჩერა საქალაქთაშორისო და რეგიონული მატარებლების მოძრაობა, ხოლო ლისაბონის მეტრო დაიხურა.
პერსონალის დეფიციტის გამო სკოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა, ხოლო საავადმყოფოებმა ექთნების გაფიცვის გამო გადადეს ოპერაციები და ჩანიშნული კონსულტაციები.