დონეცკში დრონი სამგზავრო ავტობუსს მოხვდა, დაღუპულია 7 ადამიანი

03 ივნ 2026

შვიდი ადამიანი დაიღუპა და  11 დაშავდა უკრაინის აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონის რუსეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ამის შედეგად რეგიონის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა ტელეგრამ-არხზე დაწერა.

პუშილინის თქმით,  დრონი მოსკოვსა და სიმფეროპოლს შორის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში მოძრავ სამგზავრო ავტობუსს მოხვდა. საინფორმაციო სააგენტო ''ტასის'' ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე  „ტერორისტული თავდასხმის“ მუხლით აღძრა.

რუსეთმა სამშაბათს კიევზე  დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, რაც მოსკოვის თქმით, რუსეთის მიერ კონტროლირებად ლუგანსკში საერთო საცხოვრებელზე მომხდარი სასიკვდილო თავდასხმის საპასუხოდ განხორციელდა.