03 ივნ 2026
ინდოეთის დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარე სასტუმროში გაჩენილმა ხანძარმა 21 ადამიანი იმსხვერპლა. ეს დელიში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინციდენტია.
ხანძარი მალვია ნაგარში უბანში მდებარე სასტუმროში გაჩნდა. წინასწარი ვერსიით ცეცხლი სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებულ რესტორანში გაჩნდა. მაშველებმა 40-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
პოლიცია მსხვერპლთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს, ცეცხლის ბლოკადაში მოქცეულმა ორმა ადამიანმა სასტუმროს ზედა სართულიდან თავს გადახტომით უშველა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.