საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა

03 ივნ 2026

საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა და გამოვლინდნენ ის სპორტსმენები, რომლებმაც ისტორიული ფესტივალის კვარცხლბეკზე ასვლა პირველებმა მოახერხეს. ისტორიული ჯილდოს მფლობელები მოცურავეები გახდნენ.

გოგონათა შორის 50 მეტრიან დისტანციაზე ზურგზე ცურვაში ჩემპიონის ტიტული თბილისის წარმომადგენელმა ანა ივანოვამ მოიპოვა, ელენე ზაქაიძე ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო ბარბარე გვიმრაძე ბრინჯაოს დასჯერდა.

ვაჟთა შორის ამავე დისციპლინაში ჩემპიონობა ასევე თბილისის გუნდის წევრმა  ლაზარე სიხარულიძემ იზეიმა, მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, დემეტრე ციხისელი და იოანე ქამადაძე გავიდნენ.

დღეს ტურნირები სპორტის კიდევ 11 სახეობაში დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ ფესტივალზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან სპორტის ცალკეულ სახეობებში, ხოლო მთავარი პრიზი იმ რეგიონს გადაეცემა, რომელიც ქულათა საერთო ჩათვლაში საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს.