03 ივნ 2026
სანქტ-პეტერბურგის რამდენიმე რაიონზე უკრაინული დრონებით თავდასხმები განხორციელდა. ძლიერი კვამლის ღრუბლები ქალაქის ცენტრიდან და სანაპირო ზოლიდანაც ჩანდა.
დრონების სამიზნე კიროვსკის რაიონში მდებარე სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალი იყო, რომელიც ბალტიისპირეთის რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესია.
თავდასხმები უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა და განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე გაძლიერებული დარტყმები კიევს საშუალებას აძლევს, თანაბარ პირობებში აწარმოოს მოლაპარაკებები ომის დასრულებაზე.