04 ივნ 2026
აშშ არასოდეს გადაუხვევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ერთგულებას და გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას საქართველოს გაძლიერების საქმეში, ქვეყნის განმტკიცების პროცესში, სამომავლო კეთილდღეობისკენ, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
კრისტოფერ ლანდაუს თქმით, იმედოვნებს, აღნიშნულ ღონისძიებაზე მისი დასწრება ძლიერ გზავნილად აღიქმება.
„ვიმედოვნებ, რომ ჩემი დღევანდელი დასწრება ძლიერ გზავნილად აღიქმება, რომ ჩვენ გულწრფელად დაინტერესებულები ვართ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯბესებაში, არამხოლოდ ეკონომიკური მიზეზებიდან გამომდინარე, არამედ იმიტომაც, რომ, ვთვლით, რომ ეს ორივე ჩვენი ქვეყნის ინტერესშია. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ჩვენი მეომრები მხარდამხარ იბრძოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ჩვენი თანამშრომლობა, თქვენი ცივილიზაციის უძველეს ფესვებზე დაყრდნობით. ვიცი, რომ ღვინო თქვენი არეალიდანაა, თუ სწორად მახსოვს, ათასობით წლის წინ... და როგორც ვიცი ის საუკეთესოთა შორისაა. ამრგიად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან დაინტერესებულები ვართ თქვენი ქვეყნით. ვფიქრობ, ამ ფაქტის ინდიკაცია მოვახდინეთ. შესაბამისად, მოდით ერთობლივად დავაშენოთ ამ გააქტიურებულ დინამიკას/მომენტუმს, რომელსაც უკვე მივაღწიეთ. ვფიქრობ, თქვენი ჩამოსვლა აქ დღეს ძალიან, ძალიან კარგი ნიშანია და დადებითი მოლოდინით ველი თქვენს ხელისუფლებასთან მუშაობის გაგრძელებას. ნება მომეცით, ერთ საკითხთან დაკავშირებით შემოვიტანო მეტი მკაფიოობა. ვფოქრობ, ეს მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ აშშ არასოდეს გადაუხვევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ერთგულებას და გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას საქართველოს გაძლიერების საქმეში, ქვეყნის განმტკიცების პროცესში, სამომავლო კეთილდღეობისკენ. ვფიქრობთ, აშშ ძალიან ძლიერი მოკავშირე შეიძლება იყოს. ჩვენ გვსურს თქვენს გვერდით დგომა, ასერომ, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა დღევანდელ საღამოზე მოწვევისთვის. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები.
მადლობა. მადლობა, რომ თბილისიდან ჩამოხვედით, რათა დღეს ჩვენთან ერთად ყოფილიყავით",- აღნიშნა ლანდაუმ.