04 ივნ 2026
საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ. ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო ახალგაზრდული მულტისპორტული ღონისძიების - საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გრანდიოზული და შთამბეჭდავი გახსნის საზეიმო ცერემონიის შემდეგ ფესტივალის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში 12 სპორტის სახეობაში საქართველოს 12 რეგიონის წარმომადგენლებმა იასპარეზა.
მედლების კომპლექტი გათამაშდა 4 სახეობაში, ცურვაში, მძლეოსნობაში, ძიუდოსა და ქვიშის ჭიდაობაში. დღეს შეჯიბრებები სპორტის 14 სახეობაში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ ფესტივალზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან სპორტის ცალკეულ სახეობებში, ხოლო მთავარი პრიზი იმ რეგიონს გადაეცემა, რომელიც ქულათა საერთო ჩათვლაში საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს.