უკრაინისთვის 400 მილიონიანი დახმარების შესახებ სიახლე მალე გახდება ცნობილი - რუბიო

04 ივნ 2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სენატის ქვეკომიტეტს განუცხადა, რომ ძალიან მალე გახდება ცნობილი უკრაინაში ომისთვის კონგრესის მიერ დამტკიცებული, მაგრამ თავდაცვის დეპარტამენტში გადადებული 400 მილიონი დოლარის დახმარების შესახებ. 

„400 მილიონი დოლარი, რომელიც ჩვენ გამოვყავით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ამ ომში, მუდმივად ჭიანურდებოდა. საბოლოოდ მოგვარდა თუ არა ეს საკითხი? ვაპირებთ თუ არა ამ თანხის უკრაინელებისთვის გაგზავნას? ეს უწყებათაშორისი პროცესია და ვფიქრობ, მალე სიახლეები იქნება“ - განაცხადა რუბიომ და აღნიშნა, რომ  ბოლო რამდენიმე თვეა უკრაინა სულ უფრო ეფექტურად ახორციელებს შორ მანძილზე დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე რუსული ეკონომიკის კრიტიკული ობიექტების  წინააღმდეგ.

რუბიოს თქმით, უკრაინა-რუსეთის ომის ესკალაციის რისკი „რეალურია, უფრო რეალური, ვიდრე ორი წლის წინ იყო“.