ბათუმის თოჯინების თეატრის გასტროლი

04 ივნ 2026

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი გასტროლით დედაქალაქში მიემგზავრება.

თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მცირე სცენაზე უნიმა საქართველოს ორგანიზებულ ქართული თოჯინების თეატრის შოუქეისზე, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს - ,,ო-ჯახი'' , რომლის რეჟისორები ნიკოლოზ საბაშვილი და ირაკლი კიკვაძე არიან.