04 ივნ 2026
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პეკინის ტიანანმენის მოედანზე 37 წლის წინ მომიტინგეების სისხლიანი დარბევის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებას გამოეხმაურა.
უწყების პრეს-სპიკერმა გააკრიტიკა რუბიოს კომენტარები და ის ქვეყნის პოლიტიკური სისტემისთვის ჩირქის მოცხების მცდელობაში დაადანაშაულა.
1989 წლის 4 ივნისს პეკინის ცენტრალურ მოედანზე მომხდარი მოვლენები, როდესაც ჩინელმა სამხედროებმა პროტესტის ჩასახშობად ცეცხლი გაუხსნეს სტუდენტებს, ჩინეთში საჯაროდ არ განიხილება და წლისთავი ოფიციალურად არ აღინიშნება. რუბიომ განაცხადა, რომ პეკინის ცენზურა ვერ წაშლის სამხედრო შტურმის შესახებ მოგონებებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ჩინეთი კატეგორიულად უკმაყოფილოა და მტკიცედ ეწინააღმდეგება აშშ-ს მიერ ისტორიული ფაქტების დამახინჯებას, ჩინეთის პოლიტიკური სისტემისთვის ჩიქრის მოცხებას.