04 ივნ 2026
თეირანში აიათოლა ხომეინის გარდაცვალებიდან 37-ე წლისთავის აღსანიშნავად ირანელები მისი სახელობის მუზეუმში შეიკრიბნენ.
ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ დღეს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, რომ ირანის მტრები, ბრძოლის ველზე დამარცხების შემდეგ, ახლა ცდილობენ საზოგადოების სიმტკიცისთვის ძირის გამოთხრას და შიდა განხეთქილების დათესვას.
ხამენეი მოქალაქეებს ამ საფრთხეების წინაშე ეროვნული ერთიანობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც საზოგადოებაში პესიმიზმს ან იმედგაცრუებას გამოიწვევს, მტრის დახმარებას გაუტოლდება.