04 ივნ 2026
აშშ-ის პრეზიდენტმა ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესის შესახებ განაცხადა და თეირანთან შეთანხმების გაფორმება კვირის ბოლოსთვის ივარაუდა. ვაშინგტონი ასევე ვარაუდობს, რომ პოტენციური შეთანხმების ფარგლებში თეირანის გამდიდრებული ურანის მარაგს მიიღებს და გაანადგურებს.
„თავად მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს“, - განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ შეთანხმება „შესაძლოა შაბათ-კვირას გაფორმდეს“.
ტრამპის თქმით შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ვაშინგტონი შეძლებს გამდიდრებული ურანის მიღებას და განადგურებას. სწორედ ეს საკითხი აფერხებდა ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებებს.