04 ივნ 2026
გენერალური პროკურორი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა.
შეხვედრაზე ამერიკის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომლის შედეგად საქართველოს მოქალაქეების ამერიკაში უკანონო შეყვანისა და საბუთების გაყალბების ფაქტებზე, საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, გამოვლენილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები და რამდენიმე პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული.
მხარეებმა ასევე სხვადასხვა დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების შესახებ და თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრეს.