04 ივნ 2026
ბათუმში გრძელდება საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც სპორტის 17 სახეობაში ტარდება.
ფესტივალის მესამე საშეჯიბრო დღეს მედლები სპორტის 14 სახეობაში გათამაშდა. ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ მძლეოსნობაში, ტაეკვონდოში, ცურვაში, ქართულ ჭიდაობაში და მაგიდის ჩოგბურთში.
ისტორიული შედეგი დააფიქსირა მძლეოსნობაში თბილისის გუნდის წარმომადგენელმა გიორგი ბაქრაძემ, რომელმაც სამ სხვადასხვა დისციპლინაში სამი ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ხვალ დასრულდება და დახურვის საზეიმო ცერემონიაც ხვალ, 5 ივნისს ბათუმის ბულვარში კოლონადებთან გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ ფესტივალზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან სპორტის ცალკეულ სახეობებში, ხოლო მთავარი პრიზი იმ რეგიონს გადაეცემა, რომელიც ქულათა საერთო ჩათვლაში საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს.