04 ივნ 2026
ირანში ათაიათოლა ხომეინის გარდაცვალებიდან 37-ე წლისთავი აღნიშნეს. მის მავზოლეუმში შეკრებილებს ქვეყნის უზენაესი ლიდერის მოჯთაბა ხამენეის მიმართვა წაუკითხეს.
ხამენეი აცხადებს, რომ ირანის მტრები, ბრძოლის ველზე დამარცხების შემდეგ, ახლა ცდილობენ საზოგადოების სიმტკიცის შერყევას და შიდა განხეთქილების დათესვას. იგი მოსახლეობას ამ საფრთხეების წინაშე ეროვნული ერთიანობისკენ მოუწოდებს.