ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს ღია წერილი გაუგზავნა

05 ივნ 2026

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს ღია წერილი გაუგზავნა. ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილის მიხედვით, უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის და ვლადიმერ პუტინს შეხვედრას სთავაზობს.

ამასთან, შეხვედრის გამართვის ადგილთან დაკავშირებით ზელენსკი აღნიშნავს, რომ არის ქვეყნები, რომლებიც მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების მოსაგვარებლად. ასევე, ღია წერილში საუბარია ომის დასრულების საკითხის მოლაპარაკებებში სხვა აქტორების მონაწილეობაზე, მათ შორის ევროპელი აქტორების. 

უკრაინის პრეზიდენტი ასევე ხაზს უსვამს, პროცესში აშშ-ის ყოფნის საჭიროებაზე. 

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ კრემლში ზელენსკის ღია წერილი ნახეს, თუმცა ვლადიმერ პუტინს ჯერჯერობით მისი განხილვის შესაძლებლობა არ ჰქონია. პესკოვმა აღნიშნა, რომ თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, მოსკოვში ჩასვლა ნებისმიერ დროს შეუძლია.