05 ივნ 2026
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ნავთობსა და გაზთან დაკავშირებული ახალი სანქციების დაწესებას და უკრაინისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას ითვალისწინებს, მათ შორის იარაღის გაყიდვისთვის 8 მილიარდი დოლარის გამოყოფის ნებართვას. წარმომადგენელთა პალატამ საკანონმდებლო პაკეტი 226 ხმით 195-ის წინააღმდეგ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს მხარი „დემოკრატებთან“ ერთად, 18-მა „რესპუბლიკელმაც“ დაუჭირა. ის მოიცავს მკაცრ სანქციებს რუსეთის ლიდერებისა და ინსტიტუტების მიმართ, მათ შორის წამყვანი ბანკების, ნავთობისა და სამთო კომპანიების მიმართ.
ასევე 500%-იან ტარიფებს აშშ-ში იმპორტირებულ ყველა რუსულ საქონელზე და რუსული ნედლი ნავთობის აშშ-ში იმპორტის აკრძალვას.