დონალდ ტრამპი - ლიბანში მიმდინარე საომარი მოქმედებების დასრულების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება

05 ივნ 2026

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ლიბანში მიმდინარე საომარი მოქმედებების დასრულების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება. დონალდ ტრამპის თქმით, იყო „ჰეზბოლას“ მხრიდან კომუნიკაციაც. ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე ისაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კონფლიქტი დაკავშირებულია ირანთან და მხარეები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ მიმდინარე მოლაპარაკებების მდგომარეობის შესახებ.

ასევე დაამატა, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მზადაა ირანის ახალ სულიერ ლიდერთან შეხვედრისთვის.