05 ივნ 2026
სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა. დაკავებულმა პირებმა ლაგოდეხის სამმართველოს სექტორ ,,მაწიმის" და წითელი ხიდის სამმართველოს სექტორ „ვახტანგისის“ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ქვეითად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში შემოვიდნენ.
დაკავებული ორი პირის მიმართ გატარდა საემიგრაციო პროცედურები, ისინი ქვეყნიდან გააძევეს.