05 ივნ 2026
ბათუმიდან გონიომდე ახალი ხიდი აშენდება - ეს ერთ-ერთი ის სიახლეა, რომელზეც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ისაუბრა. ზურაბ პატარაძის განმარტებით ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისით.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარემ ხულოს გაზიფიცირების საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ დაწყებული პროცესი აქტიურად გაგრძელდება.
ასევე დააანონსა ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის დასრულება და აღნიშნა, რომ აგვისტოში შესაძლებელი იქნება, როგორც გოდერძის უღელტეხილზე, ასევე ბეშუმამდე ახალი გზით გადაადგილება.