05 ივნ 2026
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დებულება დამტკიცებულია. დოკუმენტს მხარი სამეურვეო საბჭოს უმრავლესობამ დაუჭირა. მაუწყებლის დირექტორმა საბჭოს წევრებს დებულებაში ფინანსურ და ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით კორექტირებული ვერსია წარუდგინა.
სხდომაზე სამეურვეო საბჭოს წევრების მხრიდან კითხვები დაისვა ფინანსურ საკითხებზე, ასევე პროგრამულ ვალდებულებებთან და რეორგანიზაციის გეგმასთან დაკავშირებით.
საბჭოს წევრებს ლაშა ტუღუშსა და ლიკა ბასილაია-შავგულიძეს არხიდან თანამშრომლების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები.
ორგანიზაციული განვითარების დარგში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის განცხადებით, მაუწყებელში რეორგანიზაციის პროცესი გაგრძელდება, თუმცა ეს საკითხი, როგორც მიხეილ ტარახჩევმა აღნიშნა, არ არის მიბმული დებულებასთან და ამ მიმართულებით სპეციალურმა კომისიამ იმუშავა.