მზარეულების გადამზადების პროგრამა

05 ივნ 2026

აჭარაში მზარეულების გადამზადება გრძელდება. ქედისა და შუახევის შემდეგ, ტრენინგები  ქობულეთში, კვების ობიექტების მზარეულებს ჩაუტარდათ. ერთკვირიანი ტრენინგებისას მზარეულებმა  ფრინველის, ხორცეულის, თევზეულის დამუშავებისა და მათგან სხვადასხვა კერძების მომზადების მიმართულებით გაიარეს გადამზადება.

ტრენინგის ბოლო დღე ბოსტნეულისა და ფხალეულის კერძების მომზადებას დაეთმო, სადაც მზარეულებმა ტრენერთან ერთად ბადრიჯნის, სოკოსა და ბოსტნეულის სხვადასხვა სახეობისგან რამდენიმე კერძი დაამზადეს.

მზარეულების ტრენინგებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ატარებს.

მზარეულების საგაზაფხულო ტრენინგებისას რეგიონში ჯამში 70-მდე მზარეული გადამზადდება.