05 ივნ 2026
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ თვალივში, სახელმწიფო ტყეში დასუფთავების აქცია გაიმართა. მასში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
წელს გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია - „ბუნებით შთაგონებული კლიმატისთვის, ჩვენი მომავლისთვის“. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1973 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით იმართება.
ღონისძიების მიზანი საზოგადოების გარემოსდცავითი ცნობიერების ამაღლებაა.