05 ივნ 2026
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბათუმში ახალ ბულვარში აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სანაპიროს დასუფთავების აქცია მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში აქციაში ჩართულმა სტუდენტებმა და მოსწავლეებმა ზღვის სანაპირო დაასუფთავეს.
მოხალისეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ზღვის დაბინძურების საკითხების და მათი მოგვარების შესაძლო გზების შესახებ. ინფორმაცია მოხალისეებს მოწვეულმა სპიკერებმა გაუზიარეს.
დასუფთავების აქცია პროექტ ,,MACRO CLEAN“ მაკრო წყალმცენარეების კვლევის ფარგლებში მოეწყო, პროექტი ხორციელდება ევროკავშირის თანადაფინანსებით, შავი ზღვის აუზის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.