გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

05 ივნ 2026

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.

საქართველოს რკინიგზის ცნობით, დამატებით რეისები 16 ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით შესრულდება შემდეგი განრიგით:

თბილისიდან ბათუმის მიმართულებით გავა 00:30 საათზე და ბათუმში ჩავა 05:42 საათზე, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 00:35 საათზე გამოვა და დედაქალაქში 05:34 საათზე იქნება.

მათივე ინფორმაციით, 16 ივნისიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით მატარებლები იმოძრავებს:

თბილისიდან ბათუმისკენ – 10:10 საათზე; ხოლო ბათუმიდან თბილისისკენ 18:30 საათზე.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ვებ გვერდის და აპლიკაციის საშუალებით. ასევე, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.