05 ივნ 2026
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის განცხადებით, სომხეთს გაზისთვის დამატებით ერთი მილიარდი დოლარის გამონახვა მოუწევს.
ალექსეი შევცოვის თქმით, სომხეთი ამჟამად ათას კუბურ მეტრ გაზს 177,5 დოლარად ყიდულობს, ხოლო ბირჟებზე მისი ფასი დაახლოებით 600 დოლარიდან იწყება და შესაძლოა 800 დოლარსაც მიაღწიოს.
ცნობისთვის, მანამდე რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, სერგეი ცივილევმა, სომხეთს ურჩია რუსულის ევროპულით ჩანაცვლება და შედეგების ნახვა.