საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი

05 ივნ 2026

დღეს საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დასკვნითი საშეჯიბრო დღეა. მედლების კომპლექტი სპორტის დარჩენილ სახეობებში თამაშდება. უკვე დასრულდა ასპარეზობები კრივსა და მხატვრულ ტანვარჯიშში.

ამ დროის მონაცემებით საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე კვლავ თბილისის გუნდი ლიდერობს, თუმცა შესაძლოა საღამომდე ეს მონაცემები შეიცვალოს. 

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ ფესტივალზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან სპორტის ცალკეულ სახეობებში, ხოლო მთავარი პრიზი იმ რეგიონს გადაეცემა, რომელიც ქულათა საერთო ჩათვლაში საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს. 

დღეს ბათუმის ბულვარში კოლონადებთან საღამოს 20:00 საათზე გაიმართება დახურვისა და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია, სადაც საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები დასახელდებიან.