დევნილებთან შეხვედრა

05 ივნ 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სამგორის რაიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. 

უწყების ინფორმაციით  გიორგი ჯინჭარაძემ კუპრაძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობასთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

აღნიშნულ დასახლებაში, აფხაზეთის მთავრობის მიერ, ბოლო წლებში სხვადასხვა სამუშაოები განხორციელდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები.