05 ივნ 2026
ორი დღის განმავლობაში პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 195 ე.წ. მაინერი ამოიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.
მესტიაში საპოლიციო ღონისძიებების შესახებ კეთდება პოლიტიკური შეფასებები.