პუტინი ზელენსკის ღია წერილს გაეცნო

05 ივნ 2026

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტის ღია წერილი წაიკითხა. ინფორმაცია კრემლის პრესსპიკერმა გაავრცელა.

დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინი წერილს გაეცნო, ასევე პრეზიდენტს მიაწოდეს ინფორმაცია მსოფლიო ლიდერების რეაქციების შესახებ. პესკოვმა არ დააკონკრეტა, რა რეაქცია ჰქონდა პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკის წერილზე.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს ღია წერილი გაუგზავნა. ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილის მიხედვით, უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის და ვლადიმერ პუტინს შეხვედრას სთავაზობს.