კადეტთა მე-15 გამოშვების საზეიმო ღონისძიება

05 ივნ 2026

კადეტთა მე-15 გამოშვების საზეიმო ღონისძიება კადეტთა სამხედრო ლიცეუმში - კურსდამთავრებულებს შესაბამისი სამკერდე ნიშნები და სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიება სამხედროების დაჯილდოებით დასრულდა. კურსდამთავრებულთა შორის ხუთი ოქროს და ოთხი ვერცხლის მედლის კანდიდატია. მათი ნაწილი სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს.

ლიცეუმში სწავლის პერიოდში ისინი წარმატებით მონაწილეობდნენ ეროვნულ ოლიმპიადებში, სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებსა და სხვადასხვა შეჯიბრში.

საზეიმო ცერემონიალს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.